Partner im RedaktionsNetzwerk Deutschland
Radio Logo
De stream van het station begint in null second(en).
Luister naar შემდეგი პოდკასტი in de app
Luister naar შემდეგი პოდკასტი in de app
(171.489)
Favorieten opslaan
Wekker
Slaaptimer
Favorieten opslaan
Wekker
Slaaptimer
HomePodcastsWetenschap
შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

Podcast შემდეგი პოდკასტი
Podcast შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge
toevoegen
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან Meer
შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან Meer

Beschikbare afleveringen

5 van 77
  • გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
    გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.  გრავიტაციული ტალღების არსებობა პირველად ფარდობითობის თეორიამ იწინასწარმეტყველა. უკვე 2015 წელს, ასი წლის თავზე, მათი პირველად დაფიქსირება მოხდა. გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში. შემდეგი პოდკასტის 77-ე ეპიზოდში გრავიტაციულ ტალღებზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება მეცნიერებისა და ჩვენი ცივლიზაციის მომავალი — რისი აღქმა შეგვეძლება. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე.
    20-5-2023
    1:51:06
  • იუპიტერი — მზის სისტემის გიგანტი
    იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება. იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც ეძახიან. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისიები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. შემდეგი პოდკასტის 76-ე ეპიზოდში იუპიტერზე, მის მთვარეებსა და შესაბამის კოსმოსურ მისიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
    7-5-2023
    1:20:58
  • GPT-4 — განახლებული მოდელის შესაძლებლობები და გამოწვევები
    Open AI-ის ჩეთბოტმა ChatGPT-იმ ჩაშვებიდან მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ ჩეთბოტმა ყველა რეკორდი მოხსნა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს უამრავი რამ შეეძლო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და 14 მარტს ჩეთოტის შემქმნელებმა ახალი ვერსია — GPT-4 წარადგინეს. განახლებული ვერსია ბევრად მძლავრია და რაც მთავარია, კიდევ უფრო მულტიფუნქციურია. ის თუ რა შეუძლია მას და რას უნდა ველოდოთ, ამაზე შემდეგი პოდკასტის 75-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია დეველოპერი და კომპიუტერული ინჟინერი თემურ ჩიჩუა.        
    26-4-2023
    52:24
  • თერმობირთვლი სინთეზი — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან
    13 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) მეცნიერებმა თერმობირთვული სინთეზის მხრივ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწიეს. თერმობირთვული შერწყმა არის რეაქცია, რომელიც ხდება ვარსკვლავების გულებში. ასეთ დროს ორი ბირთვი ერწყმება ერთმანეთს და ერთ უფრო მძიმე ბირთვს წარმოქმნის. ეს არ გამოყოფს სათბურის აირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ პოტენციურად სუფთა ენერგიის წყაროს. ასეთი სინთეზი არის ენერგიის დომინანტური წყარო სამყაროში ვარსკვლავებისთვის. ის ასევე არის ენერგიის პოტენციური წყარო დედამიწაზე. თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, როგორ მიიღონ მეტი ენერგია რეაქციისგან ეს სრულიად რევოლუციური იქნება. პოდკასტში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ და ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი პოტენციალი აქვს თერმობირთვულ სინთეზს. შემდეგი პოდკასტის 74-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.
    29-12-2022
    37:25
  • ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი
    ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, ბოლო რამდენიმე დღეში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიქცია. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, ინტერაქციული და საინტერესოა, რომ 5 დღეში ჩეთბოტს უკვე რამდენიმე მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. პასუხების გაცემის, სონეტების წერის, წერილების შედგენისა და ალგორითმით გენერირებული ესეების წარმოების გარდა ჩეთბოტს კიდევ ბევრი რამე შეუძლია. და მაინც, რა არის ChatGPT, რომელზეც ყველა საუბრობს, და შეუძლია თუ არა მას Google-ის ჩანაცვლება? — ეს ის თემებია, რომლებზეც პოდკასტში ვსაუბრობთ. შემდეგი პოდკასტის 73-ე ეპიზოდში ჩვენი სტუმარია დეველოპერი თემურ ჩიჩუა.
    21-12-2022
    59:53

Meer Wetenschap podcasts

Over შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან
Podcast website

Luister naar შემდეგი პოდკასტი, Ein neuer Tag mit Simone Panteleit & Mark Schubert en vele andere stations van over de hele wereld met de radio.net-app

შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

Download nu gratis en luister gemakkelijk naar radio.

Google Play StoreApp Store